მიხეილ გიორგაძე

მიხეილ აკაკის ძე გიორგაძე დაიბადა 1971 წელს, ქალაქ ქუთაისში.
1978-1988 წლებში სწავლობდა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში.
1989-1994 წლებში - თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე.
1994-1996 წლებში  ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში ასწავლიდა ისტორიას.
1996-98 წლებში იმყოფება სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ქუთაისის 21-ე ბრიგადის პირველ ბატალიონში.  თანამდებობები- ოცეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე, ასეულის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.

1998 -2006 წლებში არის ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმის დირექტორის მოადგილე, სასწავლო  დარგში.

2006 წლიდან დღემდე - სსიპ ქალაქ ქუთაისის  #30  საჯარო სკოლის დირექტორი. ასევე არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი (ნაშრომების გასწორება ისტორიაში).1

პედაგოგები ასე ახასიათებენ:
„აქტიური , შემოქმედებითი პიროვნება“.2

„ჩვენი სკოლის აღზრდილი და კურსდამთავრებული და ნამდვილად გამიმართლა, რომ ჩემი მუშაობის ბოლო წლებში სკოლის არნახულ წარმატებებსა და აღმასვლას კვლავ ვხედავ და ცხოვრება საინტერესო ხდება, რადგან მისი ხელმძღვანელობით არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს, საინტერსო და მიმზიდველია.“ 3

„ძალიან კარგი მენეჯერი, კოლეგიალური, მუდამ სიახლეების მაძიებელი და თითოეული მისი თანამშრომლის ყველა რესურსის ბოლომდე ამომწურავი“.4

,,ახალგაზრდა, შრომისმოყვარე, ყველა თანამშრომლისადმი მზრუნველი, მომთხოვნი და სამართლიანი“.5




         1.       ინფ: მ.გიორგაძე
         2.       ინფ: ზ. მუკბანიანი
         3.       ინფ: ნ. ბოჭორიშვილი
         4.       ინფ: დ. ნაჭყებია
         5.       ინფ: ნ. შენგელია

1 comment:

violeta kvantaliani said...

წარმატებული სკოლის წარმატებული დირექტორი!ყველაზე საიმედო მეგობარი,ყველაზე ინოვატორი,ძალიან კომუნიკაბელური და საოცრად პატრიოტი!