March 1, 2016

ოგესალმებით,
ჩვენ ვართ ქ. ქუთაისის #30 საჯარო სკოლის X1 კლასის მოსწავლეები და ვქმნით ჩვენი სკოლის მტიანეს.

მუშაობა დავიწყეთ მას შემდეგ, რაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი „ჩემი სკოლის მატიანე“.

სკოლის შესახებ გარკვეული მონაცემები მანამდეც გვქონდა და ჩვენს საიტზეც არის განთავსებული, მაგრამ ამ კონკურსმა გადაგვაწყვეტინა უფრო ღრმად შეგვესწავლა სკოლის წარსული, მოგვეპოვებინა ინფორმაცია ყოფილი დირექტორების, პედაგოგებისა და წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ. მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. დიდი დახმარება გაგვიწიეს პედაგოგებმა, რომლებიც ჩვენს სკოლაში უკვე მრავალი წელია ასწავლიან. მათ დაგვაკავშირეს ჩვენთვის სასურველ პირებთან. ამ კონკურსმა მოგვცა შესაძლებლობა ძალიან კარგი საქმე წამოგვეწყო.

მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ და ბლოგს პერიოდულად განვაახლებთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ყველა მასწალებელთან თუ უკვე გარდაცვლილი პედაგოგების ოჯახის წევრებთან დაკავშირება ვერ შევძელით, ასევე ვიცით ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული, მაგრამ მათი კოორდინატები ვერ დავადგინეთ. ამიტომ გთხოვთ გამოგვეხმაუროთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაგვეხმარა მუშაობის პროცესში, სახელებს არ ჩამოვთვლით, რომ ვინმე არ გამოგვრჩეს.