ფონდი სოხუმის ფორუმ-თეატრის სტუმრობა
2015 წლის 15 თებერვალს 30-ესკოლაში, სამოქალაქო კლუბის
ინიციატივით, სტუმრად
იმყოფებოდა ფონდი სოხუმის ფორუმ-თეატრი. მათ წარმოადგინეს მინისცენები ქალთა ძალადობაზე, სკოლის მოსწავლეებმა
გამოკვეთეს პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრისგზებზე და თავადვე ჩაერთნენ სცენებში. შეხვედრა საინტერესო
იყო და კვლავაც ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას თეატრთან.
სტუმრები სკოლაში
2015 წლის
15 აპრილს,
სსიპ.
ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში
სტუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი ბ. ტიბომილიე, რომელიც კურირებს საქართველოში
ფრანგული ენის სწავლების და ხელშეწყობის ფონდის პროგრამის პედაგოგიურ ნაწილს და
საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის თანაშემწე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის
საკითხებში ქ-ნი
ქეთევან ქურციკიძე. მათი სტუმრობის მიზანი იყო ფონდის ბენეფიციარ კლასებში (მე-3 დამე-4 კლ.) გაკვეთილებზე
დასწრება და დირექციასთან და ფრანგული ენის პედაგოგთან გასაუბრება. ფრანგული ენის პედაგოგმა
ქ. ხვედელიძემ ჩაატარა
გაკვეთილი. სტუმრებმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს ფრანგული
წიგნები: საბავშვო და მხატვრული
ლიტერატურა.
„ვუმღერ სამშობლოს“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ გამოცხდადდა კონკურსი
„ვუმღერ სამშობლოს“, სადაცმონაწილეობა
მიიღოქუთაისის 30-ე
საჯარო სკოლის გოგონათაჯგუფმა, სიმღერით
„ეს დღე გათენდება შენი სახელით“ (კომპ: ნ.ჩინჩალაძე).
ჟიურის
გადაწყვეტილებით პირველი ადგილი და 1000 ლარი ჯილდო
2014 წლის
23 დეკემბერს სამინისტროს წარმომადგენლებმა
გადასცეს სკოლის დირექტორს ბატონ მიხეილ გიორგაძეს,
მუსიკის მასწავლებელს მანანა ლომთაძეს და მონაწილეებს: სოფოკუტალაძეს, ნანუკაქობულაძეს, მირანდა დვალიშვილს
და თამარგეგუჩაძეს.
დათო ტურაშვილის სტუმრობა
2013 წლის 20 სექტემბერს სკოლის დირექტორის, ბატონ მიხეილ გიორგაძის ინიციატივითა და დიდი ძალისხმევით სკოლაში მოვიწვიეთ
მწერალი დავით ტურაშვილი. შეხვედრა საკმაოდ სასიამოვნო და რაც მთავარია
სასარგებლო გახლდათ მოსწავლეებისათვის. ბავშვები სვამდნენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. აინტერესებდათ მწერლის შემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრა საოცარი და გულღია გახლდათ. სტუმარმა ასევე გააკეთა ახალი წიგნის პრეზენტაცია. ბავშვებისათვის კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებისა და კითხვის წახალისებისათვის მნიშვნელოვანი გახლდათ დავით ტურაშვილთან ურთიერთობა.
ამერიკის ელჩის სტუმრობა
ამერიკის ელჩის სტუმრობა
2012 წლის 23 აპრილს ქუთაისის № 30 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი ბ-ნი ჯონ ბასი. ის გაეცნო სხვადასხვა სკოლების სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული საქმიანობის ამსახველ მასალებს (მოეწყო გამოფენა და პრეზენტაციები) და დადებითად შეაფასა კლუბების აქტიურობა. ღონისძიება განხორციელდა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში. პროგრამას ახორციელებდა ორგანიზაცია PH
International-ი.

30-ე სკოლაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს ხელოვნების
მოყვარულთა კლუბი „პარნასი“, ხელმძღვანელი
ცირა ბრეგვაძე. კლუბი აწყობს სხავადასხვა ღონისძიებებს. (ნიკო ფიროსმანაშვილი „სიკვდილით
იწყება სიცოცხლე“, „გელათი - სხვა ათენი და მეორე იერუსალიმი“ , „სული ოქროსფერ სურვილით სავსე“).
2013 წლის
10 ოქტომბერს ხელოვნების მოყვარულთა კლუბმა „პარნასმა“ სკოლის სააქტო დარბაზში წარმოადგინა საკუთარი
ძალებით გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიეძღვნა ჩვენი სკოლის პედაგოგისა
და მოქანდაკის ზაურ წითაშვილის ხსოვნას. ფილმში მოსწავლეების შესაძლებლობის ფარგლებში
წარმოდგენილია ზაურ წითაშვილის პიროვნება, როგორც აღმზრდელი და როგორც ხელოვანი, რომელმაც თავისი მოკრძალებული კვალი დატოვა ჩვენს გულებში.
სამოქალაქო განათლების კლუბი
სამოქალაქო განათლების კლუბი
2011
წლის 31 იანვარს ქუთაისის
№ 30 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო
განათლების კლუბი – “მწვანე სახლი”.
დაარსებიდან დღემდე კლუბი აქტიურად მუშაობს
და წარმატებით თანამშრომლობს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან.
2011 წლის მანძილზე სამოქალაქო განათლების კლუბის
ფარგლებში განხორციელდა მრავალი აქტივობა. კლუბს აქვს ლოგო და სლოგანი
: “განათლებული მოქალაქე
- განათებული მომავალი”.
ინკლუზიური განათლება
2010 წლის
დეკემბრიდან ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო ინკლუზიური განათლების
პროგრამაში. . დავამყარეთ კავშირი იმერეთის რეგიონის მულტიდისციპლინარულ
გუნდთან, 2011 წლის
20 აპრილს გავაგზავნეთ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიპროექტი:
„ინკლუზიური განათლება სკოლაში, რესურსოთახის აღჭურვა“. რომელიც დაფინანსდა
და 2012 წლის
იანვრიდან ფუნქციონირებს რესურსოთახი, სადაც მუშაობას
ხელმძღვანელობს ინკლუზიური განათლების კოორდინატორი რუსუდან კაპანაძე.
რა?
სად? როდის?
ნორჩ ინტელექტუალთა კლუბი 30-ე საჯარო სკოლაში 2006
წლიდან ფუნქციონირებს, უფროს
ასაკობრივ ჯგუფს წვრთნის
ისტორიკოსი ვიკა კვანტალიანი, უმცროს ასაკობრივ
ჯგუფს - ისტორიკოსი
გურანდა შანიძე. ყოველწლიურად იმართება
ფინალური შეხვედრები, რომელსაც ესწრებიან ცნობილი მოაზროვნეები.
თოჯინების
თეატრი „ჩვენ თვითონ“
თოჯინების თეატრი „ჩვენ თვითონ“ დაარსდა 2006 წელს.
ხელმძღვანელობენ ესთეტიკისა და სპორტის
კათედრის წევრები: მანანა
ლომთაძე და ნათია ლეთოდიანი. დასში გაერთიანებული არიან ყველა ასაკის
მოსწავლეები. ისინი
პედაგოგთა დახმარებით ამზადებენ თოჯინებს,
არჩევე ნმუსიკას სპექტაკლისათვის. სპექტაკლის მაყურებელი
არამარტო 30-ესკოლის მოსწავლეები
არიან, არამედ უბანში მდებარე
საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, დღის ცენტრის – „პირველი ნაბიჯი
საქართველო“ აღსაზრდელები, ქუთაისის შშმ ბავშვთა დღისცენტრის ,,ჯადოსნური სამყაროს” ბავშვები.
სკოლის ხმა
ნორჩ შემსრულებელთა შორის უკვე 3 წელია ტრადიციულად ტარდება კონკურსი „სკოლის ხმა“,
ვლინდება გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში და სულ უფრო მეტ მონაწილეს უჩნდება
სანატრელი ტიტულის დაუფლების სურვილი.
ხელმარჯვე ოსტატი
პროექტს ყოველწლიურად ახორციელებს დაწყებითების
კათედრა. მისი მიზანია შემოქმედებითი
და ფანტაზიის უნარის განვითარება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა
საგნებისგან თავად ქმნიან ორიგინალურ ნამუშევრებს.
გამარჯვებულს ავლენს კომპეტენტური ჟიური.
მხიარული სტარტები
პროექტის ავტორია 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე. პროექტს ახორციელებს დაწყებითების კათედრა და მისი
მიზანია მოზარდ
თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება. მოსწავლეს, მასწავლებელსა და
მშობელს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლეთა ფიზიკური და ინტელექტუალური
განვითარება.
სასკოლო მანსანკანი
სასკოლო მანსანკანი
30-ე სკოლაში 4 წელია უკვე რაც არსებობს მხიაულთა და საზრიანთა კლუბი. ტარდება სასკოლო თამაშები და რჩეული მონაწილეები გუნდის სახით უკვე გადიან საქალაქო თამაშებზე. სკოლის გუნდი „Ну, погодй“ ერთგზის ქალაქის ჩემპიონია.
საახალწლო
კარნავალები
ტრადიციად იქცა საახალწლო კარნავალის მოწყობა. ირთვება
სკოლა, იდგმება საახალწლო სცენები, იქმნება დეკორაციები და ახალი წლის წინა დღეებში ყველანი ერთად, მოსწავლეც, მშობელიც და მასწავლებელიც,
ბედნიერ წელს ვუსურვებთ ერთმანეთს.
ჯეჯილი ქველმოქმედებისთვის
ჯეჯილი ქველმოქმედებისთვის
სკოლასთან არსებული ცეკვის ანსამბლი “სონარი”
30-ე საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სონარი“ მრავალი ფესტივალის
ლაურეატია. მისი ხელმძღვანელები არიან: სოსო ჭეიშვილი
და ია ფულარიანი.
ჭადრაკის წრე
30-ე სკოლაში უკვე
რამდენიმე წელია გახსნილია ჭადრაკის წრე,
ხელმძღვანელი: გიორგი გურგენიძე. წრის ბავშვებს აქვთ
მიღწევები როგორც საქალაქო, ასევე რეგიონალურ ტურნირებზე. სკოლის მოსწავლეები
არაერთ საქართველოსა თუ ევროპის პირველობაზე იღებენ მონაწილეობას.
სკოლაში ჩამოყალიბდა კლუბი: „მათემატიკა+“, სადაც გაერთიანებულია
მეათე კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა შექმნეს გუნდები, ტარდება
თამაშები, პრეზენტაციები. კლუბის შექმნა მიზნად
ისახავს მათემატიკის პოპულარიზაციას. კლუბს ხელმძღვანელობს ნინო ხოხიაშვილი და
ლელაჩიხლაძე.
30-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონირება
დაიწყო რადიოქსელმა, რომელიც მოსწავლეების
ინიციატივით დაიბადა და მათივე აქტიურობით აგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენი რადიოს დევიზია: “ინfო რადიო-ინfო თაობისთვის”!
გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის
შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა თათია მერკვილაძემ კინოჩვენება
მოაწყო.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თომა ჩაგელიშვილის
დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“ ნახეს. ფილმის დასრულების შემდეგ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თათია
მერკვილაძემ და ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა შორენა ტყემალაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზეისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ახალ რეგულაციებზე,
რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით
გარემოს დაცვის კუთხით განხორციელდება.
საინტერესოდ წარიმართა დისკუსია,რომელიც ამ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების
სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ
სტუმრები,სკოლისდირექტორი,
ბატონი მიხეილ გიორგაძე, ისტორიკოსები: ვიკაკვანტალიანი და გურანდაშანიძე,
გეოგრაფი: ნესტანლომთაძე და სკოლის მე-9- მე-11 კლასის მოსწავლეები.
No comments:
Post a Comment