ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ავტოქარხნის დასახლებაში, მუსხელიშვილის ქ. მე-4 შეს. N1. შენობის ფართობია - 3225,12მ2, ეზოს ფართობი - 18220,84მ2.
ქუთაისში ავტოქარხნის
დაარსების შემდეგ მისი მიმდებარე ტერიტორია მზარდი უბანი გახდა. ამ დასახლებას, ძირითადად, სხვადასხვა რეგიონიდან ქარხანაში სამუშაოდ
ჩამოსული ადამიანები ქმნიდნენ. უბანში მხოლოდ ერთი
უბანს ახალი სასწავლო
დაწესებულება ესაჭიროებოდა და 1954 წელს სკოლაში პირველი ქართული ჯგუფი გახსნეს. 1962 წელს კი, მე-14 სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ქუთაისის
30-ე საშუალო სკოლა. თავდაპირველად შენობა მხოლოდ
ერთი კორპუსისაგან შედგებოდა. სკოლის პირველი დირექტორი
გახლდათ ალექსანდრე (საშა) გაჩეჩილაძე.
მალე
დირექტორად დაინიშნა იულონ ხურციძე. ამ დროს
სკოლა ჯერ კიდევ მშენებლობის პერიოდში იყო.
ახალი დირექტორის ძალისხმევით მას გვერდითა შენობები მიაშენეს და
სკოლა გაფართოვდა (1). მშენებლობა ბატონი იულონის
დროს დამთავრდა. სკოლის პედაგოგები სულ ახალგაზრდები
იყვნენ და ბატონი იულონი ამბობდა ხოლმე: ,,სკოლა ავაშენე, ახლა მასწავლებელთა შენება
უნდა დავიწყოო“. მართლაც დიდი წვლილი მიუძღოდა დირექტორს, რომ პედაგოგები პროფესიონალიზმით,
სიყვარულით, ურთიერთ-პატივისცემითა და თანადგომით გამოირჩეოდნენ (2).
კეთილმოწყობილ და სათანადო სასწავლო აპარატურით
აღჭურვილი ოთახები სწავლებისათვის ყველანაირ პირობას ქმნიდა.

სკოლა დაარსების დღიდან
იწოდებოდა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლად. 1995 წლის მარტიდან კი - ქუთაისის 30-ე სკოლად.
2004 წლის სექტემბრიდან ეწოდება ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლა, 2005 წლის ნოემბრიდან
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა, ხოლო 2011 წლის იანვრიდან - სსიპ-ქ. ქუთაისის #30 საჯარო
სკოლა.
სკოლა იყო საშუალო. მხოლოდ 1994-95 სასწავლო წლიდან 2002-2003 სასწავლო წლამდე სწავლება იყო 9-წლიანი.
1973 წლის პირველი სექტემბერი
სკოლის ცხოვრებაში ტრაგიკული დღეა. სწორედ პირველ სექტემბერს სკოლაშივე გარდაიცვალა
დირექტორი იულონ ხურციძე.
ამის შემდგომ სკოლას ხელმძღვანელობს ენერგიული,
პოეტური სულით დაჯილდოვებული ქალბატონი ლამარა ლევიძე. ლამარა ლევიძის შემდეგ
სკოლის დირექტორები იყვნენ ავთანდილ ლომსიანიძე და თეიმურაზ ციბაძე.
2006 წლიდან დღემდე სკოლას სათავეში უდგას ენერგიული და ნიჭიერი პიროვნება მიხეილ გიორგაძე (3).
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
* * *
სსიპ ქ. ქუთაისის #30 საჯარო სკოლა დღეს...
ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლა გამოირჩეოდა მრავალფეროვანი
და წარმატებული საქმიანობით. დაარსების დღიდანვე სკოლაში მაღალ დონეზე მიმდინარეობდა ყველა საგნის სწავლება. ამის დასტურია უამრავი ქების სიგელი, ჯილდო და დიპლომი, რომელიც სკოლაში დღესაც ინახება. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე შესაბამისად მაღალი იყო. იზრდებოდა
მოსწავლეთა რაოდენობაც. იყო ისეთი წლები, როცა სკოლა სამ ცვლაში მუშაობდა, ერთი ცვლა
იყო ჩართული.4
შეხვედრა თეატრის მსახიობებთან |
სკოლა ხუთჯერ ზედიზედ გახდა გამარჯვებული რესპუბლიკური
და საკავშირო მასშტაბით, მოსწავლეთა სამხედრო-პატრიოტული აღზრდის კუთხით. 30-ე სკოლაში
მოქმედებდა სამხედრო-პატრიოტული და ზნეობრივი აღზრდის სახალხო უნივერსიტეტი (რექტორი
ვ.ტაბატაძე, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა კლასგარეშე აღზრდის დარგში).
![]() |
შეხვედრა ომის ვეტერანებთან |
ფუნქციონირებდა შთაბეჭდილებათა წიგნი, რომელშიც თავს
იყრიდა საპატიო სტუმრების (ომის ვეტერენები, გამოჩენილი სამხედრო პირები, მწერლები,
მეცნიერები) ჩანაწერები. მაგ. პოეტი ნაზი კილასონია წერდა: ,,მე ვიყავი თქვენთან, ქუთაისის
30-ე სკლაში... ეს იყო მშვენიერი საათები- ხელოვნების, პოეზიის ზეიმი ბავშვებში, ვუსმენდი
მათ ჭკვიანურ საუბარს, გამოსვლებს, ვიხილე მათი ცეკვები, ვუსმენდი მათ სიმღერებს და
ვიყავი ამაყი... აი როგორი ბავშვები გვყავს ჩვენ აქ, ქუთაისში.“
გამოირჩეოდა სკოლის ბიბლიოთეკა, სადაც ეწყობოდა გამოფენები, პოეზიის საღამოები, მხატვრული
კითხვის კონკურსები. ბიბლიოთეკის წარმატებული თანამშრომლები იყვნენ თინა სირაძე და
ჯულიეტა ჯანაშია.8
![]() |
სტუმრად ქ. ლვოვში |
30-ე სკოლას ურთიერთობა ჰქონდა ლენინგრადის, ხარკოვის
სკოლებთანაც. მოსწავლეები აწარმოებდნენ მიწერ-მოწერას, ერთმანეთს უზიარებდნენ სიახლეებს.9
თავდაპირველად სკოლაში
მხოლოდ ერთი უცხო ენა, ფრანგული, ისწავლებოდა. მოსახლეობაში ინგლისურის სწავლის მსურველთა რიცხვმა იმატა. ქალბატონმა ლამარა ლევიძემ ინგლისური ენის სწავლება შემოიტანა. მისივე ინიციატივით
ორივე უცხო ენა გაძლიერებული პროგრამით შეისწავლებოდა.


სკოლას ასევე ყავდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,ანარეკლი“ (ხელმძღვანელი ამირან თევდორაძე). ანსამბლი იყო მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების VIII რესპუბლიკური ოლიმპიადის ლაურეატი და ოქროს მედალოსანი.11
ყოველწლიურად ქართველი მოსწავლეების ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლი სტუმრობდა მოსკოვის პიონერთა სასახლეს და 2 იანვარს სახალწლო კონცერტს მართავდა მათთან.12
1970-80 წლებში, მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის, სკოლებს შორის გამართულ სოც. შეჯიბრში გამარჯვებისათვის, განათლების მინისტრმა ოთარ ქინქლაძემ სკოლას გადასცა გარდამავალი დროშა. სამი წლის განმავლობაში ეს დროშა ზედიზედ ჩვენს სკოლას მისცეს და საბოლოოდ მისი კუთვნილება გახდა.13
30-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ნუნუ ბოჭორიშვილი იხსენებს:
„სკოლისთვის წარმატებები უჩვეულო არც ახლაა და არც ძველად გახლდათ.
სკოლის ისტორიიდან ჩემს მეხსიერებას შემორჩა ის ამაღელვებელი
დღე, როცა განათლების მინისტრმა ოთარ ქინქლაძემ, ჩემი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლამარას,
გადასცა გარდამავალი დროშა. ეს უკვე მიღწეული წარმატებების აღიარებას ნიშნავდა რესპუბლიკის
მასშტაბით. რათქმა უნდა სიხარული და ემოციები დიდი იყო.“
ქუთაისის 30-ე სკოლას სისტემატიური კავშირი ჰქონდა პედაგოგიური
ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიიის კათედრასთან. კათედრას სკოლაში გახსნილი
ჰქონდა ,,მცირე აკადემია“, რომელშიც გაერთიანებული იყო მე-9, მე-10, მე-11 კლასის ლიტერატურული
ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები. კათედრის წევრები მოსწავლეებს უტარებდნენ ლექცია
- სემინარებს.14
1990 წელს 30-ე საშუალო სკოლაში ჩატარდა აკ. წერეთლის
დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, დევიზით
,,არ მწამებია, არცა მწამს, შენს გარდა კიდევ სხვა წმინდა“. კომპოზიცია მოამზადეს მასწავლებლებმა მაია მაღლაფერიძემ
და მანანა ლომთაძემ.15
1997 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დარეჯან ნაჭყებიამ ჩამოაყალიბა ლიტერატურის მოყვარულთა და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა კლუბი,
სახელწოდებით “ცისიერი”. მათ შექმნეს ამავე სახელწოდების გაზეთი, რომელშიც სისტემატიურად ქვეყნდებოდა ბავშვთა თვითშემოქმედება. ამ კლუბის წევრები რესპუბლიკურ კონფერენციებზე I ხარისხის დიპლომით მრავალჯერ დაჯილდოვდნენ.
კლუბი მართავდა შეხვედრებს ქალაქის კოლორიტულ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. მისი სტუმრები იყვნენ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ამირან ნიკოლეიშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე ჯაფარიძე, პოეტი ზურაბ კუხიანიძე, მსახიობი ნათელა საღარაძე.
სკოლას მუდამ გამორჩეულს ხდიდა სახვითი ხელოვნების წრე.
ამ დარგის სწავლებას სათავეში ჩაუდგა იმ დროის სრულიად ახალგაზრდა მოქანდაკე ზაურ წითაშვილი. მან ბავშვები ფერთა ჯადოქრობას აზიარა. ამ სკოლამ არაერთი ცნობილი მხატვარი, კერამიკოსი და მოქანდაკე აღზარდა. მოსწავლეები ხშირად იმარჯვებდნენ რესპუბლიკურ ოლიმპიადებში.
პედაგოგიც რამდენიმე ოქროსა და ბრინჯაოს მედლის
მფლობელი გახლდათ. მაგალითად, VIII რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე სკოლამ 19 მედალი მიიღო.
7 ოქრო, 8 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
გასული საუკუნის 90-იანი წლები, როგორც მთელს საქართველოში ასევე ჩვენი სკოლის ისტორიაში სირთულეებით აღსავსე წლებია. პოლიტიკურმა დიდმა ცვლილებებმა განათლების სისტემაშიც უამრავი სიახლე მოიტანა თან. ამ სიახლეებს მოძიება და დანერგვა სჭირდებოდა, რაც საკმაოდ რთული იყო.
დირექტორმა (ლამარა
ლევიძე) სკოლა ჩართო “ნაბიჯ-ნაბიჯ” პროგრამაში, რომლის კოორდინატორი გახლდათ დირექტორის მოადგილე მზია სოფაძე. ამ პროგრამის საშუალებით დაინერგა სწავლების სრულიად ახალი მეთოდები და მიდგომები. მასწავლებლებმა პროგრამის ფარგლებში გაიარეს ტრენინგები თბილისში.
დაწყებითი კლასები აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და სწავლისათვის საჭირო ყველა მასალით. ამან ერთი ორად გაზარდა სკოლის კონტიგენტი, ამაღლდა სწავლების დონე, რასაც მოწმობს რესპუბლიკურ კონფერენციებსა და ოლიმპიადებზე მიღებული
დიპლომები და სიგელები.16
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა დღესაც აქტიურად აგრძელებს
ტრადიციას და კვლავაც წარმატებული სკოლების გვერდით დგას.
::ფოტოგალერეა
![]() |
"სააღმზრდელო მუშაობა" |
![]() |
ექსკურსია დადიანების სახლმუზეუმში 1974წ |
![]() |
იზო ხუნჟუა, ნაზი ბასილაძე, ნორა ჯიშკარიანი. სამხ. დიდების ოთახი |
![]() |
კონცერტი ქ. ლვოვში |
![]() |
ექსკურსია გორის ცეხეში. მე-4 ნორა ჯიშკარიანი, მე-5 ცირა ბუაძე, მე-6 ნ. ჩაფიძე |
![]() |
ვარლამ ტაბატაძე. შეხვედრა სამამულო ომის მონაწილეებთან |
![]() |
სოროსის ფინდის პროგრამა. ნაბიჯ ნაბიჯ ტრენინგი. |
![]() |
ნათელა კარანაძე, სტუმრად დამეგობრებულ ქორეთის საშუალო სკოლასთან |
![]() |
შეხვედრა შრომის გმირ შუქრი გიგინეიშვილთან |
![]() |
შრომითი საქმიანობა |
![]() |
სტუმრები ქ. ლვოვიდან |
![]() |
სტუმრები ქ. ლვოვიდან |
![]() |
სტუმრად ქ. ლვოვში |
![]() |
სტუმრად ქ. ლვოვში |
დილის ვარჯიში |
ექსკურსია. 1977წ |
ექსკურსია. ლენინგრადი 1978წ. |
![]() |
30-ე სკოლა. |
![]() |
30-ე სკოლა. |
![]() |
30-ე სკოლა. |
![]() |
30-ე სკოლა. |
![]() |
შეხვედრა ომის ვეტერანებთან |
![]() |
ვარძია. 1976წ. |
მოსკოვი 1985წ. წითელი მოედანი |
შეხვედრა თეატრის მსახიობებთან |
გელათი. ქორეთის საშ.სკოლის მოსწავლეებთან ერთად |
გამარჯვება ცეკვის ფესტივალზე |
ექსკურსია ლენინგრადში 1978წ. |
![]() |
30-ე სკოლის მუსიკალური სტუდია. ციალა მამარდაშვილი - ხელძმღვანელი. მარინა სულაბერიძე, ნატო ტაბატაძე, ვიოლა დათუაშვილი, მარიეტა სვინტრაძე, მერი გობეჯიშვილი, გეტა ქაშიბაძე, ირინა გელენიძე |
გამოყენებული მასალა:
1. მასალა მომზადებულია სკოლის არქივის მიხედვით (შემდგომში იხ. სკოლის არქივი).
2. ინფორმატორი ქალბატონი ნანული ჩაფიძე (ქუთაისის #30 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი).
3. სკოლის არქივი
4. ინფ. დ. ნაჭყებია (30-ე სკოლის პედაგოგი)
5. ინფ. ზ. მუკბანიანი (30-ე სკოლის პედაგოგი)
6. ინფ. ნ. ბოჭორიშვილი (30-ე სკოლის პედაგოგი)
7. გაზ. "ქუთაისი", 1980 წ. 14 თებერვალი
8. გაზ. "სახალხო განათლება". 1983 წ. 30 დეკემბერი
9. გაზ. "ქუთაისი", 1980 წ. 14 თებერვალი
10. სკოლის არქივი
11. გაზ. "სახალხო განათლება". 1983 წ. 30 დეკემბერი
12. გაზ. "ქუთაისი", 1980 წ. 14 თებერვალი
13. სკოლის არქივი
14. გაზ. "ქუთაისი".1989 წ. 18 თებერვალი
15. გაზ. "ქუთაისი". 1990 წ. 21 დეკემბერი
16. სკოლის არქივი
4. ინფ. დ. ნაჭყებია (30-ე სკოლის პედაგოგი)
5. ინფ. ზ. მუკბანიანი (30-ე სკოლის პედაგოგი)
6. ინფ. ნ. ბოჭორიშვილი (30-ე სკოლის პედაგოგი)
7. გაზ. "ქუთაისი", 1980 წ. 14 თებერვალი
8. გაზ. "სახალხო განათლება". 1983 წ. 30 დეკემბერი
9. გაზ. "ქუთაისი", 1980 წ. 14 თებერვალი
10. სკოლის არქივი
11. გაზ. "სახალხო განათლება". 1983 წ. 30 დეკემბერი
12. გაზ. "ქუთაისი", 1980 წ. 14 თებერვალი
13. სკოლის არქივი
14. გაზ. "ქუთაისი".1989 წ. 18 თებერვალი
15. გაზ. "ქუთაისი". 1990 წ. 21 დეკემბერი
16. სკოლის არქივი
2 comments:
ამ სკოლით ამაყობდნენ,ამ სკოლით ვამაყობთ და ამ სკოლით იამაყებენ!
ძალიან კარგი ბლოგია.
ბევრი ინფორმაცია მომაწოდა 30 სკოლის შესახებ. გავიგე ბევრი რამ და მიხარია, რომ ასეთი სკოლა გვაქვს.
Post a Comment