მზია ფერაძე

 ზია ფერაძე დაიბადა 1946 წლის 10 ივნისს, ბაღდათში.

1962-1963 წლებში დაამთავრა ბაღდათის I საშუალო სკოლა.
1963-68წლებში სწავლობდა  ქუთაისის აკ. წერეთვლის  სახელმწიფო ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართული ენა-ლიტერატურა ფრანგული ენის სპეციალობით.

1970 წლიდან ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის მეორე საშუალო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელია, 1974 წლიდან - ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი, 1991 წლიდან - ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე.

აქტიურად იყო ჩართული პროგრამაში ,,ნაბიჯ-ნაბიჯ’’, გავლილი აქვს შესაბამისი სემინარები და მიღებული აქვს სერთიფიკატები.

1977 წელს გადაეცა განათლების უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულების მუშაკთა პროფესიული კავშირის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის და საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს საპატიო სიგელი-სახალხო განათლების დარგში ნაყოფიერი მუშაობისათვის.

ქუთაისის განათლების განყოფილების მიერ - საპატიო სიგელი, როგორც 1982-83 და 
1983-84 სასწავლო წლების საუკეთესო კლასის ხელმძღვანელს. 

1982 წელს მიიღო საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს, განათლების, უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის საპატიო სიგელი, სასწავლო აღმზრდელობით მუშაობაში მიღწეული წარმატებისათვის ატესტაციასთან დაკავშირებით.

1986 წელს - საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს განათლების, უმაღლესი სკოლის და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის საპატიო სიგელი,  სოციალისტურ შეჯიბრში გამარჯვებისათვის.

1987 წელს - საქართველოს ალკკ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის საპატიო სიგელი, საქალაქო პიონერული ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის.
ასევე - საქართველოს სსრ განათლების სამინისტრო, განათლების, უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებათა მუშაკთა პროფკავშირის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის საპატიო სიგელი, სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის.

ჰყავს ორი შვილი, მეუღლე ამჟამად გარდაცვლილია.

ლვოვის სკოლის მოსწავლეებთან
2001 წ.

1 comment:

violeta kvantaliani said...

ჩვენი ულამაზესი და უსაყვარლესი მზია მასწავლებელი!