გენრიეტა ჯიმშელეიშვილი


გენრიეტა იაკობის ასული ჯიმშელეიშვილი დაიბადა 1954 წლის 1 მარტს წყალტუბოს რაიონ სოფელ ოფურჩხეთში, პედაგოგის ოჯახში.

1971 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის 23-ე საშუალო სკოლა, პარალელურად სწავლობდა მე-3 სამუსიკო სკოლაში და ი. გოგებაშვილის სახელობის მე-19 საშუალო სკოლის ათწლედში, ფორტეპიანოს სპეციალობით.

1971-1977 წლებში მუშაობა დაიწყო მაღლაკის საშუალო სკოლის მუსიკალურ სტუდიაში ფორტეპიანოს მასწავლებლად.

1978-1982 წლებში სწავლობდა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.

1982 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა 30-ე საშუალო სკოლის სამუსიკო სტუდიაში ფორტეპიანოს მასწავლებლად, 1992 წლიდან იყო ამავე სტუდიის გამგე.

2008 წლიდან დღემდე მუშაობს 30-ე საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად.

No comments: