ზეინაბ გიორგის ასული მუკბანიანი, დაიბადა 1940 წლის 1 ივნისს ქ. გორში.
1963-68 წლებში სწავლობდა გორის ნ.ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე.
1965 წელს დაოჯახდა, ყავს მეუღლე და
ორი შვილი.
1968 წლიდან 1973 წლამდე მუშაობდა ქუთაისის სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად.
1973-74 სასწავლო წლიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს სხვადასხვა სახის სიგელი, სერთიფიკატი და ჯილდო.
1980 და 1984 წელს მიიღო სოც. შეჯიბრში გამარჯვებულის მედალი.
1982 წელს - განათლების სამინისტროსა და პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის სიგელი, სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით.
თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე აღზრდილი ყავს ბევრი წარმატებული პიროვნება. ზეინაბ მუკბანიანი დღესაც აქტიურად განაგრძობს პედაგოგიურ საქმიანობას.
No comments:
Post a Comment