ნესტან კლიმენტის
ასული კუპრაშვილი დაიბადა 1958 წლის 11 ივლისს
ქ. ქუთაისში, მოსამსახურის ოჯახში. 1975 წელს
დაამთავრა რკინიგზის მე-12 საშუალო სკოლა წარჩინებით. 1976 წელს სწავლა გააგრძელა
ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სპეციალობით ინგლისური
ენა. აღნიშნული ინსტიტუტი(ამჟამად აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დაამთავრა 1981 წელს. ასევე დამთავრებული აქვს ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა
ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის 35 წლის
სტაჟი.
1981 წლიდან მუშაობდა
გ. მაისურაძის სახელობის ქუთაისის სამხატვრო სკოლაში სახვითი ხელოვნების ისტორიის პედაგოგად
1995 წლამდე. ამავე წლიდან ქ. ქუთაისის განათლების განყოფილების რეკომენდაციით დაინიშნა
30-ე საშუალო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად, სადაც დღემდე მუშაობს. ამჟამად არის უფროსი მასწავლებელი.
No comments:
Post a Comment