ნაზიბროლა შენგელია-ჯაფარიძე


ნაზიბროლა ვლადიმერის ასული შენგელია-ჯაფარიძე დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფ. ნაბაკევში 1948 წლის 1 ოქტომბერს, მოსამსახურის ოჯახში.

1954 წელს შევიდა სამტრედიის N3 სკოლაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1965 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო ქ.ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1969 წელს (ფიზიკის სპეციალობით).

1970 წლის 3 ნოემბრიდან დღემდე მუშაობს ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. ყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი.
მისი მოღვაწეობა ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიურობითა და დიდი პასუხისმგებლობით, რისთვისაც  ბევრჯერ მიიღო მადლობა, სიგელი თუ ჯილდო.

1974 წელს მიიღო მადლობა პედაგოგიურ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებისათვის. 1986 წელს სასწავლო აღმზრდელობით მუშაობაში მიღწეული წარმატებებისთვის - სიგელი. ასევე თერჯოლისა და სამტრედიის სოფ. ვაზისუბნის მევენახეობის მეურნეობაში აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, როგორც შრომითი რაზმის ხელმძღვანელი დაჯილდოებულია სიგელებით.

მეცნიერებისა და ტქნიკის კვირეულში "ფიზიკის წრე და მე“ აქტიური მონაწილეობისათვის 1988-89-90 წლებში დაჯილდოებული იყო სიგელებით.

ქუთაისის განათლების ნორჩ ტექნიკოსთა საქალაქო სამსახურის დირექტორისაგან მიღებული აქვს დიპლომები გამოფენაში მონაწილეობისა და საუკეთესო ხელსაწყოების წარდგენისათვის.

განათლების მუშაკთა პროფკავშირის ქუთაისის საქალაქო კომიტეტისაგან სასწავლო აღმზრდელობით მუშაობაში მიღწეული წარმატებებისთვის, ატესტაციასთან დაკავშირებით, მიღებული აქვს სიგელები.

დაჯილდოებული არის ადგილობრივი საქალაქო კომიტეტისაგან საპატიო სიგელით, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

სოციალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისათვის საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს, განათლების უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულების მუშაკთა პროფკავშირის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტისაგან.
დიპლომით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისაგან, მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდაში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისა და პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის.

დიპლომით ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ:
ა)ფიზიკის საქალაქო კონკურსში ,,შეამოწმეთ თქვენი ცოდნა’’ მოსწავლეთა კარგად მომზადებისა და პირველი ადგილის მოპოვებისათვის.
ბ)იმერეთის რეგიონალურ კონკურსში მეორე ადგილზე გასვლისათვის.
 წლების განმავლობაში მიღებული აქვს სიგელები სკოლის დირექტორისაგან, როგორც საუკეთესო კლასის ხელმძვანელს.

სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისა და წარმატებულად ჩატარებისათვის 2008 წ. 17აპრილს გამოეცხადა მადლობა დირექტორისაგან პირად საქმეში შეტანით, ხოლო სკოლა დაჯილდოვდა საქართველოს პმთ პროფკავშირის პრეზიდენტის მიერ ფასიანი საჩუქრით.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.

სახალხო განათლების დარგში თავდადებული და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებული არის ,,სახალხო განათლების წარჩინებულის’’ სამკერდე ნიშნით.
საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია.

აქვს მადლობის ფურცელი და დიპლომები მოსწავლეთა რესპუბლიკური სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტისაგან.
წლების განმავლობაში იყო მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა პედაგოგიურ კითხვაში.

კავშირი ქონდა დამყარებული პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის კათედრასთან. მონაწილეობდა ქალაქის განათლების განყოფილების მიერ გამართულ მეთოდურ-მეცნიერული ხასიათის ღია კარის დღეებში.

ჩამოყალიბებული ჰქონდა ფიზიკის მცირე აკადემია და სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად ატარებდა მეცნიერულ-ტექნიკურ კონფერენციებს.
იყო საქართველოს პარლამენტის სტუმარი და მონაწილეობა მიიღო პარლამენტის მუშაობაში.

ნაზი მასწავლებელი კვლავ აქტიურად აგრძელებს მეთოდების დაუფლებას მიმდინარე რეფორმის მოთხოვნილებათა შესაბამისად. მონაწილეობს ტრენინგებში და აქვს შესაბამისი სერთიფიკატები.                        

მისი ხელმძღვანელობით სკოლაში მუშაობს ნორჩ-ფიზიკოსთა ინტელექტ-კლუბი. ჩართული არის პროექტში ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებით. ცდილობს მის მიერ ჩატარებული ყოველი გაკვეთილი იყოს განათლებაში მიმდინარე რეფორმის მოთხოვნათა შესაბამისი. 2008-2009 სასწავლო წელს გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

განსაკუთრებული გულისხმიერებით ჩაერთო „სკოლის მატიანეს“ შექმნაში და ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია ინფორმაციის მოპოვებასა თუ ფოტომასალის მომზადებაში.

No comments: