გუგული დეისაძე

გუგული (გულიკო) მიხეილის ასული დეისაძე დაიბადა 1941 წლის 7 აპრილს.

16 წლის ასაკში წარმატებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა ქ. ქუთაისის  მე-4 საშუალო  სკოლა. იმავე წელს (1957 წ.) ჩაირიცხა ქ. ქუთაისის პედაგოგიურ  ინსტიტუტში, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომელიც 1962 წელს დაამთავრა წითელ დიპლომზე. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ქალბატონი გუგული იყო თავისი საქმის უბადლო მცოდნე და ერთგული. საოცრად უყვარდა ბავშვებთან მუშაობა.

წლების მანძილზე  იყო ქალაქის ფრანგული ენის მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი. თავისი ცხოვრების მიზნად დასახული ჰქონდა მომავალი თაობის აღზრდა, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.

No comments: