ვერა თვალოძე



ვერა ნიკალას ასული თვალოძე დაიბადა 1971 წლის 28  სექტემბერს  ჩოხატაურის  რაიონში.

1978 წელს შევიდა ქ.ქუთაისის 30-ე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა1988 წელს .

წარმატებით აქვს დამთავრებული ქ.ქუთაისის  მე-3  მუსიკალური სასწავლებლის შვიდწლედი, ფორტეპიანოს კლასით.

1993 წელს ჩაირიცხა  ქ.ქუთაისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე . 

1998 წელს დაამთავრა  ზემოთ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი და მიენიჭა  დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1997 წლის აგვისტოდან მუშაობა დაიწყო ქ. ქუთაისის 30-ე საშუალო  სკოლაში საქმეთამმართველად და აღნიშნულ თანამდებობაზე იმუშავა  ორი წელი.

1999 წლის სექტემბრიდან ვერა შეუდგა პედაგოგიურ  მოღვაწეობას მშობლიურ სკოლაში,სადაც დღემდე მუშაობს დაწყებითი კლასების პედაგოგად.

ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.

No comments: