ნესტან სერევანდოს ასული
ხვედელიძე,
დაიბადა 1971წლის 3 ივლისს ქ. ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში.
1978 წელს შევიდა ქ. ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1988 წელს.
იმავე წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ
ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობა- ქართული ენა და ლიტერატურა და ფრანგული
ენა, რომელიც 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა და მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურისა და ფრანგული ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1995 წელს,
უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელთა რეკომენდაციით, მუშაობა დაიწყო აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის
ენების კათედრაზე, ფრანგული ენის მოწვეულ მასწავლებლად და ფრანგული ენის კათედრის ლაბორანტად.
1997-1998 წლებში ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული
მისაღები გამოცდები თბილისის ი. გოგებაშვილის
სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში და გახდა საკანდიდატო ხარისხის მაძიებელი.
2005-2011 წლებში მუშაობდა მასწავლებლად , აწსუ-ს გერმანული და ფრანგული ენების დეპარტამენტში.
2011 წლიდან დღემდე არის
აწსუ-ს ენათა ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი. გამოქვეყნებული აქვს
სტატიები აწსუ-ს პროფესორ -მასწავლებელთა სამეცნიერო შრომების კრებულებში. სისტემატურად
მონაწილეობს ფრანკოფონიის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებში. ესწრება სემინარებს.
არის ფრანგული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს (პრაქტიკული კურსი, მორფოლოგია)
თანაავტორი.
2013 წლიდან დღემდე მუშაობს აწსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან
არსებულ ენების შემსწავლელ კურსებზე სპეციალისტად.
არის დაოჯახებელი.
ჰყავს მეუღლე – გოჩა გაგოშიძე.
No comments:
Post a Comment