1953 წლიდან, ქუთაისის
პედაგოგიური ინსტიტუტის, ისტორიის ფაკულტეტის სრული კურსის დამთავრების შემდეგ, მუშაობას
ეწეოდა სახალხო განათლების სისტემაში.
1937-1946 წლებში
მუშაობდა ჭიათურისა და საჩხერის რაიონის სკოლებში. 1950-1952 წლებში - საოლქო განათლების
განყოფილებაში, ინსპექტორის თანამდებობაზე. 1952 წლიდან - ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის
მე-2, ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო მე-2 და მე-12 სკოლებში, ხოლო 1960 წლიდან - ისტორიის
მასწავლებლად ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში.
1976 წლიდან, იმავე სკოლაში, მუშაობს ისტორიის მასწავლებლად და დირექტორის მოადგილედ, კლასგარეშე და სკოლისგარეშე
აღმზრდელობითი მუშაობის დარგში (ორგანიზატორი). ამავე დროს, საზოგადოებრივ საწყისებზე, მუშაობდა განათლების
სისტემაში შტატგარეშე ინსპექტორად და 30-ე საშუალო სკოლაში არსებული სამხედრო-
პატრიოტული და ზნეობრივი აღზრდის უნივერსიტეტის რექტორად. ასევე ხელმძღვანელობდა მშობელთა პედაგოგიზაციის მიზნით სკოლაში არსებულ მშობელთა უნივერსიტეტს. ჰქონდა მთავრობისა და სხვა მზემდგომი ორგანოების მრავალი ჯილდო, მათ შორის 1941-45 წლებში საბრძოლო წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი 1941-45 წლებში გერმანიის ფაშიზმზე გამარჯვებისათვის და სხვა მრავალი საიუბილეო ორდენი და მედალი.

მეცნიერულ-კულტურული
და პედაგოგიურ-მეთოდურ მუშაობაში დამსახურებისათვის, დაჯილდოებული იყო სსრ კავშირის
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1954 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულებით, მედლით,,,შრომის
მამაცობისათვის’’.
უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის მიერ მინიჭებული ქონდა ,,ვეტერან მასწავლებლის’’ წოდება და მედალი. საქართველოს
განათლების სამინისტროსაგან, სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციებში და შემოქმედებით
ოლიმპიადებში გამარჯვებისათვის, მიღებული ჰქონდა დიპლომები, ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის
მედალი და მადლობები.
პარტიული, კომკავშირული და სახელმწიფოს ზემდგომი
ორგანოებისაგან დაჯილდოებული იყო 71 დიპლომითა და სიგელით.
No comments:
Post a Comment