ავთანდილ ლომსიანიძე დაიბადა ბაღდათის რ-ნი სოფ. I ობჩაში, 1955 წლის 9 იანვარს.
1972 – 1976 წწ. - დაამთავრა ქ.ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა - მათემატიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ინსტიტუტი დაამთავრა წარჩინებით, აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში, შეტანილია ინსტიტუტის მატიანეში.
2001 – 2004 წწ. - დაამთავრა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა - სპეციალობით: ,,გამოყენებითი მათემატიკა და მეთოდიკა.’’
2001 – 2004 წწ. - დაამთავრა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა - სპეციალობით: ,,გამოყენებითი მათემატიკა და მეთოდიკა.’’
1976 წელს მუშაობდა ქ. ქუთაისის 32 - ე საშუალო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლად.
1976 – 1977 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1978 – 1984 წლებში მუშაობს ქ. ქუთაისის მე - 16 და 35 - ე საშუალო სკოლებში, მათემატიკის მასწავლებლად.
1984 – 1986 წლებში არის ქ. ქუთაისის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორი და მათემატიკის მასწვლებელი.
1986 – 1987 წლებში - ქ. ქუთაისის 30 - ე საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილე და მათემატიკის მასწავლებელი.
1987 – 1998 წლებში - ქ. ქუთაისის გ. ტაბიძის სახელობის მე - 6 საშუალო სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი.
1998 – 2003 წლებში -იმერეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
2003 – 2004 წლებში - იმერეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
2004 – 2005 წლებში ქ. ქუთაისის 30 - ე საშუალო სკოლის დირექტორი.
2005 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინო’’ -ში, დირექტორის მოადგილედ და მათემატიკის მასწავლებლად.
აქვს კაპიტნის სამხედრო ჩინი. პირველი პრიზის მფლობელია სამხედრო სპეციალობაში.
1980 წელს გაიმარჯვა კონკურსში ,,საუკეთესო მასწავლებელი“ და დაჯილდოვდა მოსკოვის ოლიმპიადის საგზურით.
1997 წელს გაიარა ატესტაცია და მიენიჭა უმაღლესი კატეგორია.
1999 წელს გახდა ფონდ - ,,ღია საზოგადოება - საქართველოს’’ პროექტი - ,,საზაფხულო სკოლები’’ -ს გრანტის მფლობელი.
არის შემდეგი გამოცემების ავტორი:
-მათემატიკა უმცროსკლასელთათვის 2000 წ.
-მათემატიკა არა - მარტო უმცროსკლასელთათვის 2003წ.
-მათემატიკა I კლასი - დამხმარე სახელმძღვანელო მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებისა და განმტკიცებისათვის 2012წ.
-მათემატიკა II კლასი - დამხმარე სახელმძღვანელო მათემატიკური უნარ - ჩვევების განვითარებისა და განმტკიცებისათვის 2013წ.
-მათემატიკა III კლასი - დამხმარე სახელმძღვანელო მათემატიკური უნარ - ჩვევების განვითარებისა და განმტკიცებისათვის 2014წ.
-მათემატიკა IV კლასი - დამხმარე სახელმძღვანელო მათემატიკური უნარ - ჩვევების განვითარებისა და განმტკიცებისათვის 2015წ.
ზოგადი უნარები - მათემატიკური ნაწილი, თეორიული კურსი - 2013წ.
მათემატიკა - თეორიული კურსი აბიტურიენტებისთვის და უფროსკლასელთათვის - 2013წ 1.
პედაგოგები ასე ახასიათებენ:

,,მაღალი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება“2.
,,ავთანდილ ლომსიანიძე ყოველთვის ცდილობდა ყველა პრობლემა უმტკივნეულოდ და მშვიდობიანად მოეგვარებინა“3.
1. ინფ: თავად ა. ლომსიანიძე
2. ინფ: ზ. მუკბანიანი
3. ინფ: დ. ნაჭყებია
3. ინფ: დ. ნაჭყებია
No comments:
Post a Comment