მასწავლებელთა მასწავლებელი,
მოძღვართმოძღვარი - ასე იცნობდნენ ქალბატონ ვერა მასწავლებელს, პიროვნებას, რომელიც
კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. ყველა სიკეთის სათავესთან
მუხლმოუხრელად იდგა და ცხოვრების ნორჩ ყვავილებს ალერსით ესათუთებოდა, გულის სითბოს
უნაწილებდა.
ათეული წლების მანძილზე იგი მუშაობდა ქუთაისის
30-ე საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. იყო მეთოდგაერთიანების თავჯდომარე,
თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა კოლეგებს.
No comments:
Post a Comment