1977 წელს სწავლა დაიწყო ქ.ქუთაისის 30-საშუალო სკოლაში,
რომლის სრული კურსი დაამთავრა წარმატებით 1988 წელს.
სკოლაში სწავლის პერიოდში საზოგადოებრივ საქმიანობაში
აქტიური მონაწილეობისათვის მიღებული აქვს სიგელები და დიპლომები.
იყო რაზმეულის საბჭოს წევრი, რაზმის ხელმძღვანელი, შეტანილი
არის ქალაქის ალკკ ორგანიზაციის საპატიო წიგნში.
მონაწიელობას ღებულობდა მოსწავლეთა და სტუდენტთა შემოქმედებით
კონფერენციებში.
იყო შრომით სემესტრში ბანაკის კომისარი, სამტრედიის
რაიონში სოფ.ვაზისუბანში, რაზმის წარმატებითი მუშაობის გამო დაჯილდოებული არის საქართველოს ალკკ ცენტრალური
კომიტეტისგან საპატიო სიგელით.
მიიღო მუსიკალური განათლება ქუთაისის 3 მუსიკალურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა წარმატებით.
1991-97 წლებში სწავლობდა საქართველოს ი.ჯავახიშვილის
სახელობის უნივერსიტეტში დაუსწრებლად ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პარალელურად მუშაობდა საავტომობილო ქარხანაში.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ.ქუთაისის
ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჰყავს მეუღლე და ერთი
შვილი.
2005 წლიდან იმყოფება საზღვარგარეთ. მუშაობს იტალიაში,
მილანში, თარჯიმან-მთარგმნელად.
ემსახურება კომისიებს, რომელიც აძლევს ადამიანებს თავშესაფარს
პოლიტიკური, რელიგიური და ჰუმანიტარული მოტივით, ასრულებს მედიატორის ფუნქციას. არის
სათვისტომოს წევრი, აწყობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს (წიგნის პრეზენტაცია,
გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრები და ა. შ.).
No comments:
Post a Comment