გულსუნდა დოღონაძე

   
გულსუნდა ჭაბუკის ასული დოღონაძე დაიბადა  1949 წლის 1 დეკემბერს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში.

   1956 წელს სწავლა დაიწყო ქ. ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლის პირველ  კლასში.      1966 წელს დაამთავრა აღნიშნული სკოლის ათი კლასი.

  1968 წელს სწავლა განაგრძო ალ.წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართული ენა და ლიტერატურა ფრანგული ენის სპეციალობით.

  1983 წლის 11 თებერვალს მუშაობა დაიწყო 30-ე საშუალო სკოლაში ლინგოფონის კაბინეტის ლაბორანტად.
   1985 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა ამავე სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლად.

   2013 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა.

   იყო წარმატებული პედაგოგი, მიღებული ჰქონდა მრავალი დიპლომი და მადლობის ფურცელი.

No comments: