თამარ გოგონაია დაიბადა აბაშის რაიონის სოფ.სეფიეთში, 1938წელს.
წარმატებით
დაამთავრა სეფიეთის საშუალო სკოლა.
1957 წელს შევიდა ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის
სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიიღო ქართული
ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლის სპეციალობა.
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა ქ.ქუთაისში,
რადგან იქ მუშაობდა მისი მეუღლე ნოდარ მესხი.
1962 წელს დაიწყო მუშაობა ქუთაისის
,,პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში" ისტორიის წრის მასწავლებლად, სადაც აქტიური მუშაობისთვის მიიღო განათლების სამინისტროსგან
დიპლომი. შემდეგ გადავიდა ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის მე-3 საშუალო სკოლაში. შემდეგ
გადაიყვანეს ქუთაისის მე-15 სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
1975 წლიდან გადავიდა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებლად. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. მიღებული
აქვს რამდენიმე სიგელი და დიპლომი საქალაქო და რესპუბლიკურ კონფერენციებში გამარჯვებისათვის.
მიიღო ,,სახალხო განათლების წარჩინებული პედაგოგის" წოდება, საკვალიფიკაციო
ტესტირებაში დაიმსახურა უმაღლესი კატეგორია.
სახალხო განათლების სისტემაში წარმატებული მუშაობისათვის საქართველოს სახალხო
განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა "უფროსი მასწავლებლის" წოდებით.
პედაგოგიური
მუშაობის ხანდაზმულობის გამო წამოვიდა სკოლიდან, 50 წლის სტაჟით.
ამჟამად არის პენსიონერი. ყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
მეუღლე ნოდარ მესხი გარდაცვლილია.
No comments:
Post a Comment