1943 წელს შევიდა ქუთაისის მე-10 საშუალო (რუსული) სკოლაში, რომელიც დაამთავრა
1954 წელს. იმავე წელს სწავლა გააგრძელა ქუთაისის
ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
სწავლა დაამთავრა 1959 წელს და მუშაობა დაიწყო თერჯოლის რაიონის სოფ. გოდოგნის 8-წლიან
სკოლაში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად .
1963-2008 წლებში მუშაობდა ქ.ქუთაისის
30-ე საშუალო სკოლაში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
მუშაობის პერიოდში გაშვებული ყავს 5 სადამრიგებლო კლასი . 3 დამამთავრებელი და 2 არასრული - 9 კლასი.
1966 წელს, ყვავილების გამოფენასთან დაკავშირებით, მიიღო მადლობა დირექციიდან
.
1968 - წელს, მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით, საპატიო ჯილდო.
1970 წელს ვ.ი.ლენინის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმიდან მიიღო ,,საიუბილეო მედალი ".
1975 წელს, სამხედრო - პატრიოტული აღზრდის საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის,
- პირველი ხარისხის დიპლომი .
1999 წელს გაიარა საკვალიფიკაციო ატესტაცია და მიენიჭა პირველი საატესტაციო
კატეგორია.
1967-72 წლებში იყო პროფკავშირის თავჯდომარე1.
1.
ინფ: მერი ობოლაძე
No comments:
Post a Comment