ნუნუ ბოჭორიშვილი დაიბადა
1946 წლის 5 ივნისს ამბროლაურის რაიონის სოფელ
ჯვარისაში. 1962 წელს დაამთავრა სოფელ ბუგეულის საშუალო სკოლა. 1963 წელს გახდა ქუთაისის
პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
1967 წელს დაასრულა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი, მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1973 წელს ქუთაისის 28-ე სკოლაში. ერთი წლის შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის
30-ე საშუალო სკოლაში, სადაც დღემდე მუშაობს. არის უფროსი მასწავლებელი. ყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი.
No comments:
Post a Comment