ჟუჟუნა ტყეშელაშვილი

ჟუჟუნა  რაჟდენის ასული ტყეშელაშვილი დაიბადა 1930 წლის 15ნოემბერს  ვანის რაიონის  სოფელ  ქვედა  ბზვანში.

1937 წელს სწავლა დაიწყო ვანის რაიონის ამაღლების საშუალო სკოლაში , რომელიც დაამთავრა 1949 წელს.

1949 წლის ნოემბრიდან 1960 წლამდე მუშაობდა ამავე რაიონის სხვადასხვა სკოლაში, უფროს პიონერხელმძღვანელად.

1951წლის სექტემბრიდან გაიარა პიონერხელმძღვანელობის რესპუბლიკური სკოლის 6-თვიანი კურსები.

1958 წლის 1 იანვრიდან სწავლა გააგრძელა ალ.წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედ. ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილების დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1963 წლის იანვარში.

1960 წლის თებერვლიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ.ქუთაისში (ქორწინების გამო ).

1962 წლის თებერვლიდან მუშაობდა წყალტუბოს რაიონის ნამოხვანის 8-წლიან სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად.


1963 წლიდან კი ასწავლიდა  ქ.ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში დაწყებით კლასებს. 

No comments: