ნატო გიორგის ასული კუხიანიძე დაიბადა 1964 წლის 23 აგვისტოს ქუთაისში. 1970 წელს სწავლა დაიწყო 30-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1981 წელს.
იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამად აკ. წერეთლის უნივერსიტეტი), ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1985 წელს მუშაობა დაიწყო მე-19 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1993 წელს დაინიშნა ამავე სკოლის დირექტორის მოადგილედ, სასწავლოდარგში. 2013 წლიდან ქუთაისის N 19 საჯარო სკოლის დირექტორია.
No comments:
Post a Comment