ნინო გოგორელიანი

ნინო გოგორელიანი დაიბადა ქ. ქუთაისში 1963 ლის  6 ოქტომბერს. 1980 წელს დაამთავრა ქუთაისის  30-ე საშუალო სკოლა. 1981 წელს სწავლა დაიწყო ალ.წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ინსტიტუტში და  1985 წელს წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით ისტორია. მიენიჭა ისტორიისა და საზოგადოებამცოდნეობის  კვალიფიკაცია. 

ნინო გოგორელიანი 1985 წელს დაინიშნა ნიკორწმინდის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. 1987 წელს მუშაობდა ქუთაისის 29-ე საშუალო სკოლაში დროებით მასწავლებლად. 1988 წელს  კი ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში გააგრძელა მუშაობა ისტორიის მასწავლებლად. 2002 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. 

1995 წელს  შევიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც  დაამთავრა 1996 წელს. ამჟამად არის მონაზონი მესხეთის მონასტერში და ბედნიერია რომ ცხოვრების სწორი გზა აირჩია.

No comments: