ეთერ ძოწენიძე


ეთერ ძოწენიძე-გოგორელიანი დაიბადა 1939 წელს ქ.ქუთაისში, პედაგოგის ოჯახში. მე-6  საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1958 წელს შევიდა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და 1962 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით პედაგოგიკა და დაწყებითი განათლების მეთოდიკა.

1962 წელს ეთერ ძოწენიძე მასწავლებლად დაინიშნა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში. 1967 წელს კი მუშობა გააგრძელა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში, სადაც  46 წელი იმუშავა. მიღებული აქვს მრავალი სიგელი, მადლობის ფურცელი. დაჯილდოებული არის ,,სახალხო განათლების წარჩინებულის’’ სამკერდე ნიშნით. 




ყავს მეუღლე,  ორი შვილი და ორი შვილიშვილი, რომლებიც ასევე წარმატებულნი არიან.

No comments: