დიმიტრი შანიძე

დიმიტრი შანიძე დაიბადა 1955 წლის 13 თებერვალს, სამტრედიის რაიონის სოფ. ქვაყუდეში.

სწავლობდა ქ. ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში, სადაც მისი პედაგოგი იყო მოქანდაკე ზაურ წითაშვილი, ქალაქში ხატვის ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი. იგი წარმტაცად უყვებოდა ბავშვებს ხელოვნებაზე, მისი ცალკეული დარგების თავისებურებებზე, ასწავლიდა ხატვის ანბანს, რთავდა მათ სკოლაში მოწყობილი საბავშვო თუ საკუთარი ნამუშევრების გამოფენების მომზადების პროცესში. სწორედ ასეთი ატმოსფერო იყო ბიძგი დიტოსთვის, ისევე როგორც სკოლის სხვა ბევრი მოსწავლისთვის, დიდი ხელოვნებისაკენ პირველი ნაბჯი გადაედგა.1

1968-72 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში.

1980 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.

1982-90 წლებში იყო საკავშირო მხატვართა კავშირის წევრი.

1982 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.

1980, 1982, 1983 წწ. მიწვეული იყო შემოქმედებით სახლ „სენეჟში“, მოსკოვი.

1981 წელს მონაწილეობდა საკავშირო გამოფენაზე „სამშობლოს ცისფერი გზები“, რომელიც 1979 წელს გაიხსნა მოსკოვში და დ. შანიძის ხელოვნების პირველი საჯარო დემონსტრირება გახდა.

1982 წელს გაზეთ „ნედელიას“ საკავშირო კონკურსის III პრემიის ლაურეატი გახდა.

2008 წელს მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო ჩოხატაურში.


1983 წელს ,,იმერული ნატურმორტი“ შეიძინა ტრეტიაკოვის გალერეამ.
მას შესრულებული აქვს შემდეგი ნამუშევრები: „რიონის ხეობა“,  „უხვი მოსავალი“, სერიიდან გურია,  „მშვიდობიანი ცის ქვეშ“,  „იმერული ნატურმორტი“,  „სვანეთი“,  „რიონჰესი“,  „ჭიშურა“,  „მიტოვებული სახლი“,  „ობჩა“,  „სოფ.ღადიში, რაჭა“.

მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ქ. ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გაელერეაში, თბილისის ეროვნულ გალერეაში, რუსეთის კულტურის სამინისტროში.

მისი ბიოგრაფია შეტანილია სსრკ მხატვართა კავშირის წევრთა ბიბლოგრაფიულ ცნობარში, მოსკოვი, ტომი I, 1982 წ.2












        


         1.      სახვითი ხელოვნების ქრონიკები 2006, ქუთაისი 2008.
         2.       სახვითი ხელოვნების ქრონიკები 2006, ქუთაისი 2010.

No comments: