ქეთევან
სერევანდოს ასული ხვედელიძე, დაიბადა 1973 წლის 2 მაისს, ქ.
ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში. 1979 წელს შევიდა ქ. ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში,
რომელიც დაამთავრა 1990 წელს. იმავე წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა ქ. ქუთაისის აკ.წერეთლის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სპეციალობა-
ფრანგული ენა და ლიტერატურა. 1995 წელს წარჩინებით
დაამთავრა აწსუ და მიენიჭა ფილოლოგ-რომანისტისა და ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
კვალიფიკაცია. იმავე წელს, უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელთა რეკომენდაციით, მუშაობა
დაიწყო აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის
დასავლეთ ევროპის ენების კათედრაზე, ფრანგული ენის მოწვეულ მასწავლებლად. ამასთან ერთად
ხელმძღვანელობდა სტუდენტთა კლუბსა და სამეცნიერო წრეს.
1997-1998 წლებში ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული მისაღები
გამოცდები თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის
პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში და გახდა საკანდიდატო ხარისხის მაძიებელი.
2005-2011 წლებში მუშაობდა
მასწავლებლად , აწსუ-ს
გერმანული და ფრანგული ენების დეპარტამენტში.
2007 წლიდან უნივერსიტეტში
მუშაობის პარალელურად მუშაობა დაიწყო სსიპ
ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში, ფრანგული ენის მასწავლებლად. 2011 წელს გახდა სერტიფიცირებული მასწავლებელი.
2013 წლის 25-26 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ენების სწავლებლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.
2014 წელს მონაწილეობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და გაიარა 2 კვირიანი სტაჟირება საფრანგეთში,
ქალაქ ანტიბის საერთაშორისო ცენტრში.
2014 წლის სექტემბრიდან
ჩაერთო საქართველოში ფრანგული ენის სწავლების
ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის მიერ შექმნილ პროგრამაში.
2011 წლიდან დღემდე არის
აწსუ-ს ენათა ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი. გამოქვეყნებული აქვს
სტატიები აწსუ-ს პროფესორ -მასწავლებელთა სამეცნიერო შრომების კრებულებში. სისტემატურად
მონაწილეობს ფრანკოფონიის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებში. ესწრება სემინარებს.
2013 წლიდან
ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
სქემაში. ამჟამად არის უფროსი მასწავლებელი.
არის ფრანგული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს (პრაქტიკული კურსი, მორფოლოგია)
ავტორი.
No comments:
Post a Comment