ნორა ჯიშკარიანი

ნორა ვასილის ასული ჯიშკარიანი დაიბადა 1940 წლის  1 აგვისტოს წულუკიძის რაიონის  სოფელ კინჩხაში. მამა ვასილი სერგოს ძე ჯიშკარიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. დედა გარდაეცვალა 1989 წელს.

7 წლის ნორა შევიდა კინჩხის საშუალო სკოლაში. 1962 წელს სწავლა დაიწყო ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და 1967 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი, სპეციალობით დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა. მიენიჭა  დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია.


1968 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის მე-4  საშუალო სკოლაში უფროს პიონერხელმძღვანელად.

1969 წლის სექტემბრიდან დაინიშნა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში უფროს პიონერხელმძღვანელად.

 1977 წლის სექტემბრიდან ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში მუშაობას იწყებს დაწყებითი კლასის მასწავლებლად. 

2007 წელს  პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა აღნიშნული სკოლიდან. 

     ქუთაისის 30-ე სკოლაში უფროს პიონერხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ხშირად აწყობდა სააღმზრდელო ღონისძიებებს, სკოლის დირექციასთან და პედაგოგიურ  კოლექტივთან ერთად, გამოირჩეოდა აქტიური პედაგოგიური პრაქტიკით, რისთვისაც მრავალჯერ იყო წახალისებული და დაჯილდოებული.

No comments: