ლამარა ლევიძე

ლამარა ლევიძე  დაიბადა 1932 წლის 28 ოქტომბერს. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 

1973 წლის 22 ოქტომბრიდან დაინიშნა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც იმუშავა 2004 წლამდე1.

დაჯილდოებული იყო საქალაქო და რესპუბლიკური ჯილდოებით, იყო ღირსების ორდენის მფლობელი. მისი მმართველობის პერიოდში სკოლას განსაკუთრებული წარმატებები ჰქონდა.

 პედაგოგები ასე იხსენებენ:
,,უაღრესად გულისხმიერი, აქტიური, სიახლეების მაძიებელი და განათლებული პიროვნება“2.

,,გარეგნობით ლამაზი, თბილი, სიყვარულით აღსავსე, მაგრამ მკაცრი“3.

,,პრინციპული, ენერგიული, შრომისმოყვარე, მუდამ სკოლის წარმატებების მოსაპოვებლად შემართული“4. 





1.       ინფ: ნ.ჩაფიძე (30-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი),  
        ნ. ასათიანი (30-ე საჯარო სკოლის ყოფილი საქმეთა მმართველი)
2.       ინფ: ზ. მუკბანიანი (30-ე საჯარო სკოლის პედაგოგი)
3.       ინფ: ნ. ჩაფიძე (30-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი)
4.       ინფ: დ. ნაჭყებია (30-ე საჯარო სკოლის პედაგოგი)

No comments: