მერი პეტრეს ასული წყალობოვა დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 16 თებერვალს, მოსამსახურის ოჯახში. 1940 წელს შევიდა ქ.ქუთაისის მე-10 საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობდა 1948 წლამდე, შემდეგ კი 1949 წელს სასწავლებლად გადავიდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1953 წელს და მიენიჭა დაწყებითი სკოლის რუსული ენის მასწავლებლის წოდება. ამავე წელს ჩააბარა ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით, რომელიც დაამთავრა 1957 წელს და მიენიჭა საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის წოდება. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ
1957-1959 წლებში მუშაობდა რუსული ენის მასწავლებლად გუმბრინის მე_2 შვიდწლიან სკოლაში, შემდეგ კი 1959-1964 წლებში ნებაყოფლობითი საბჭოთა არმიის, ავიაციისა და ფლოტის საზოგადოებაში (ДОСААФ) საიდუმლო განყოფილების უფროსად.
1964 წლის 30 აგვისტოს გადავიდა სამუშაოდ რუსული ენის მასწავლებლად ქ.ქუთაისის 30_ე საშუალო სკოლაში, სადაც მუშაობდა 1977 წლის სექტემბრამდე. ამ სკოლაში მუშაობის დროს ეწეოდა აქტიურ სასკოლო მოღვაწეობას, იყო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მეთოდგაერთიანების ხეელმძღვანელი.1977 წლის 1 სექტემბერს გადაიყვანეს ქ.ქუთაისის 24_ე საშუალო სკოლაში, სადაც მუშაობდა 1992 წლის ოქტომბრამდე და აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისათვის 1990 წლის 21 თებერვალს დააჯილდოვეს შრომის ვეტერანის მედლით. 1992 წლის ოქტომბერში გავიდა პენსიაზე.
No comments:
Post a Comment