იულონ ხურციძე

იულონ სილოვანის ძე ხურციძე დაიბადა 1912 წელს ვანის რაიონის სოფელ საპრასიაშიაქვე დაასრულა საშუალო სკოლა, ხოლო 1938 წელს დაასრულა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. მომდევნო წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში. შემდგომში იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას სოფელ კვახჭირის საშუალო სკოლაში, ქუთაისის მე–5 და შემდეგ მე–15 საშუალო სკოლებში.


1962 წლის 20 ნოემბრიდან დაინიშნა 30- საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც იმუშავა 1973 წლის 1 სექტემბრამდე. გარდაიცვალა 1973 წლის 1 სექტემბერს, სკოლაში.
 




*ინფორმატორი: ნინო თავიდაშვილი (იულონ ხურციძის შვილიშვილი)

No comments: