ფრიდონ კერვალიშვილი
დაიბადა 1963 წლის 29 ოქტომბერს. არის დაოჯახებული. პროფესიით ინჟინერი, ეკონომისტი.
ცხოვრობს ქალაქ თბილისში.
1970-1974 წლებში
სწავლობდა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში, ხოლო 1974-1980 წლებში ქუთაისის 24-ე საშუალო
სკოლაში.
1980-1983 წლებში
დაასრულა ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, მანქანათმშებნებლობის
ფაკულტეტი, სპეციალობით-კვების მრეწველობის მანქანები და აპარატები.
1983-1987 წლებში
სწავლობდა მოსკოვის ნ. ბაუმანის სახელობის უმაღლეს ტექნიკურ უნივერსიტეტში, წარმოების
ავტომატიზაციისა და მექანიზაციის ფაკულტეტზე, სპეციალობით - ლითონების წნევით დამუშავების
მანქანები და ტექნოლოგია, კვალიფიკაცია-ინჟინერ მექანიკოსი.
2000-2002 წლებში
დაამთავრა ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის
საგამაგისტრო სწავლების ფაკულტეტი, სპეციალობა-ინვესტიციების
ეკონომიკური შეფასება, კვალიფიკაცია- მენეჯერი.
სამუშაო გამოცდილება:
2014
წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ,,ტექნოლოგიური განვითარების
ფონდში’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების
უფროსის მოადგილედ.
2013-2014 წლებში მუშაობდა საფეხბურთო კლუბ ,,ზუგდიდის’’
სპორტულ დირექტორად.
2013 წლის იანვრიდან
ივლისამდე - საფეხბურთო კლუბ ,,სკა-ენერგია’’-ს მთავარი მწრთვნელის თანაშემწედ.
2012 წელს - საფეხბურთო კლუბ ,,დილა’’ -ს (გორი) საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსად.
2012 წლის მაისიდან
2012 წლის სექტემბრამდე - ახალი ამბების სააგენტო
GHN , სპორტული რედაქციის ხელმძღვანელად. 2009 წლიდან დღემდე არის ვებგვერდ
www.aaf.ge - ს რედაქტორი.
2008 წლის აგვისტოდან
2012 წლის აპრილამდე მუშაობდა ვებგვერდის - www.worldsport.ge ქართული ფეხბურთის განყოფილების უფროსად.
2008 წლიდან
2011 წლამდე იყო გაზეთ ,,სპორტული ამბების“ რედაქტორი.
2008-2009 წლებში
- შპს ,,გზამშენი XXI“, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
2007-2008 წლებში
- სამშენებლო კომპანია შპს ,,სპექტრი-7’’ის დირექტორის მოადგილე.
2006-2007 წლებში - შპს ,,გზამშენი XXI“-ს საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი
2006-2008 წლებში
- ჟურნალ - გაზეთების გამოწერის სააგენტოს მფლობელი და ყოველთვიური ჟურნალის, ,,ჩვენებურის’’,
გამომცემელი.
2004 წლიდან დღემდე
არის ჟურნალ ,,აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების’’ რედკოლეგიის წევრი. ასევე ექსპერტი ფინანსებსა
და საგადასახადო საკითხებში.
2004-2006 წლებში
იყო გაზეთის ,,ქუთაისური ვერსია’’ რედაქტორი და გამომცემელი.
2000-2002 წლებში
- ს/ს ,,იმერეთის ენერგოკომპანია“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
1996-2006 წლებში
- გაზეთების: ,,რეზონანსი’’, ,,ხვალინდელი დღე’’,
,,ახალი ვერსია’’, იმერეთის ბიუროს
უფროსი.
1987-2006 წლებში
მუშაობდა ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის
სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში.
გამოცემული
აქვს შემდეგი წიგნები:
სტუდენტებისათვის 2 სახელმძღვანელო და 5 მეთოდური
მითითებები. ეროვნული საფეხბურთო
ნაკრების ყოველწლიური სტატისტიკის წიგნი ,,ჯვაროსნები’’ . 5 სამეცნიერო ნაშრომი. არის 1 გამოგონების
ავტორი (,,ფოლადის ზოდების ქრომირების წესი“ -1992 წ.)

No comments:
Post a Comment