ლეილა ვლადიმერის
ასული იმნაძე დაიბადა 1944 წლის 5 აგვისტოს ქ. ცაგერში.
1961 წელს დაამთავრა
ცაგერის საშუალო სკოლა. 1963 წელს ჩაირიცხა ალ.წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო
პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობაზე,
რომელიც დაამთავრა 1968 წელს.
სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის
კვალიფიკაცია. 1971 წლიდან 1976 წლამდე მუშაობდა გელათის ტრანსფორმატორების ქარხნის
საბავშვო ბაგა-ბაღის გამგედ. 1981 წლის 10 ოქტომბრიდან დაინიშნა ქ. ქუთაისის 30-ე საშუალო
სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. აღნიშნულ სკოლაში მუშაობდა 2013 წლის ოქტომბრამდე.
1997 წელს მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია.
ყავს მეუღლე და ორი შვილი. ამჟამად ცხოვრობს ქ. ქუთაისში.
No comments:
Post a Comment