ტატიანა გალუსტოვა დაიბადა 1942 წელს ქუთაისში მოსამსახურის ოჯახში. 1949
წელს შევიდა ქალაქ ქუთაისის N10 ქალთა საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1959 წელს. იმავე წელს ჩააბარა ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1964 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი და დაიწყო მუშაობა დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად.
1965-66 წლებში მუშაობდა ხონის N3 სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად. 1971 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ქუთაისის ავტოქარხნის გაზეთ ,,ლენინელის’’ კორესპონდენტად. 1985 წელს გადავიდა სამუშაოდ ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სადაც მუშობდა 2007 წლამდე.
ამჟამად არ მუშაობს და არის პენსიონერი.
No comments:
Post a Comment