ინელი ყუფარაძე დაიბადა 1936 წლის 25სექტემბერს, თერჯოლის რაიონ სოფელ კვახჭირში. 1967 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი-მათემატიკის სპეციალობით.
1963-1968 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მშობლიურ სკოლაში.
1969-2006 წლებში მუშაობდა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.
იყო ამავე სკოლის სახალხო კონტროლის თავჯდომარე. მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი.
მუშაობის პერიოდში, მიღებული აქვს მედალი:
- საქართველოს განათლებლის სამინისტროსაგან
- მასწავლებელთა სოც-შეჯიბრში გამარჯვებისათვის.
- საქართველოს განათლებლის სამინისტროსაგან
- მასწავლებელთა სოც-შეჯიბრში გამარჯვებისათვის.
დიპლომები:
- „იმერეთის მხარის საუკეთესო მათემატიკოსი 2003“ კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის.
ასევე, როგორც აქტიური მუშაკი, დაჯილდოებულია მრავალი დიპლომითა და ქების სიგელით.

No comments:
Post a Comment