გური ხურციძე

გური აგაბოს ძე ხურციძე დაიბადა . ქუთაისში 1939 წლის 7 თებერვალს.

7 წლის შევიდა ვანის  რაიონის სოფელ უხუთის  რვაწლიან სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1954 წელს. შემდეგ სწავლა განაგრძო . ქუთაისის  მე-11 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო სერგო ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხანაში მთავარ კონვეიერზე, აქ იმუშავა 1959 წლამდე. 1959 წელს სწავლა განაგრძო ალ.წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ  ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ფიზიკა ზოგადი ტექნიკური დისციპლინების  სპეციალობით, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1964წელს1960 წლიდან იყო სკკპ- წევრი.

1964 წლიდან 1968 წლამდე განაწილებით მუშაობდა სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოს საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 1968წლიდან მუშაობა დაიწყო ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლაში და პარალელურად მუშა-ახალგაზრდობის მე-4 სკოლაში, ფიზიკისა და ხაზვის მასწავლებლად.

1970 წლიდან მუშა-ახალგაზრდობის მე-4  და 32- საშუალო სკოლაში ასწავლის ფიზიკას.

1971 წლიდან N4 სამშენებლო ტრესტის მექანიზაციის სამმართველოს პარტორგანიზაციის მდივანია. 1973 წლის აგვისტოდან  1974 წლის მაისამდე საღამოს მე-3 საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად, მუშა-ახალგაზრდობის მე-2 სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად და მექანიზაციის სამმართველოში პარტორგანიზაციის მდივნად მუშაობს

1974 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე ქუთაისის 32- საშუალო სკოლაში ასწავლის ფიზიკას

1974 წლის ოქტომბრიდან მუშაობას იწყებს ქუთაისის 30- საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ, სასწავლო-აღმზრდელობით დარგში. აღნიშნულ თანამდებობაზეა 2007 წლის ოქტომბრამდე. 2007 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე 30- სკოლაში ფიზიკის მასწავლებელია

2010 წელს  პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა  დაკავებული თანამდებობიდან

ჰყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილები.

No comments: